“სერენის”  ქართველმა ფორვარდმა, ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიის პროქსიმუს ლიგის (რანგით მეორე დივიზიონი) მორიგ ტურში “მოლენბეკთან” სტუმრად მოგებულ (4:2) მატჩში მორიგი გოლი გაიტანა.

20 წლის თავდასხმელმა მე-11 წუთზე გაათანაბრა ანგარიში,  54-ე წუთზე კი თანაგუნდელმა მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა.

მიქაუტაძის ანგარიშზე 17 მატჩში 18 გატანილი გოლია, რითაც ის მის მთავარ კონკურენტს, დანტე ვანზეირს დაეწია.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფორვარდი საქართველოს მოქალაქეობას უახლოეს პერიოდში მიიღებს და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.

ჟორჟ მიქაუტაძე ფრანგული “მეცის” საკუთრებაა და ბელგიურ “სერენში” იჯარის წესით ასპარეზობს.