თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუმ” ჩემპიონატის ლიდერს, სტამბოლის “გალათასარაის” უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელის გოლის წყალობით, 2:1 დაამარცხა.

26 წლის შემტევმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ფერნანდო მუსლერას ბურთი თავზე გადაუგდო.

საბა ლობჟანიძის გუნდი სუპერლიგაში მე-19 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაშია, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი, მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.