20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია რუსულმა სპორტულმა გამოცემამ Championat.com პრემიერლიგის მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობას, გამოცემის ტელეგრამის არხის გამომწერები იღებდნენ.

“რუბინის” ახალგაზრდა მოთამაშემ ხმათა 34 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ჯორჯე დესპოტოვიჩს, რომელიც ასევე ყაზანური გუნდის მოთამაშეა, ხვიჩამ 11 პროცენტით აჯობა.

გასულ ტურში, კვარაცხელიას გუნდმა მოსკოვის “სპარტაკი” დაამარცხა (2:0), ქართველმა ფეხბურთელმა კი ამ მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევის ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.