საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე,  თენგიზ სიჭინავა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერან ნახევარმცველს საქართველოს ჩემპიონატში 303 შეხვედრა აქვს გამართული, სხვადასხვა დროს ის “ცხუმის”, ბათუმისა და თბილისის “დინამოების”,  თბილისის “ლოკომოტივისა” და ბოლნისის “სიონის” ღირსებას იცავდა, ასევე გარკვეული პერიოდი სხვადასხვა რუსულ და აზერბაიჯანულ კლუბებში გაატარა.

თენგიზ სიჭინავამ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.